ფეხბურთი

17:40 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაურო იკარდი შესაძლოა თურქულ კლუბში გადავიდეს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი სტამბოლის „გალათასარაიში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თურქული კლუბი 29 წლის თავდამსხმელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს, მაგრამ პრობლემა არგენტინელის ხელფასშია, რომელიც 10 მილიონ ევროს უტოლდება.

იკარდი პსჟ-ს გეგმებში არ შედის და თუ კლუბს არ დატოვებს, ამ სეზონის მეორე გუნდში, მეხუთე დივიზიონში გატარება მოუწევს. ინფორმაცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემაც დაადასტურა.

მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენის“ წევრი 2019 წლიდანაა, მაგრამ ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს. მანამდე ის მილანის „ინტერისა“ და გენუის „სამპდორიას“ წევრი იყო.

0.116923