ფეხბურთი

16:30 | 17.08.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ბატისტუტა: "მარადონას წინაშე თავს ვალში ვგრძნობ"

ლეგენდარულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ La Nacional-თან ინტერვიუში თქვა, რომ დიეგო მარადონას წინაშე თავს ვალში გრძნობს.

„დიეგო მარადონას წინაშე თავს ვალში ვგრძნობ, მან ყველაფერი მოგვცა, ჩვენ კი მასზე არ ვზრუნავდით“, - აღნიშნა „ბატიგოლმა“, რომელიც მარადონასთან ერთად არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 2020 წლის ნოემბერში გულის შეტევით 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065318