ჩოგბურთი

4:14 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა ცინცინატის ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა

ცინცინატის ღია პირველობა, აშშ-ის ღია პირველობის წინ, ბოლო მოსამზადებელი ეტაპია. და ამ ეტაპს, პირველივე წრეში გამოეთიშა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, იაპონელი ნაომი ოსაკა. ის ჩინელ ჟან შუაისთან 6-4, 7-5 დამარცხდა. ტურნირს ასევე ამერიკელი კოკო გოფი გამოეთიშა, რისი მიზეზიც, ფეხის ტრავმაა.

ოსაკამ აქილევსის მყესის ტრავმის მოშუშების შემდეგ, მესამე ტურნირზე თამაში სცადა. მაგრამ უკვე მეორედ უწევს საწყის ეტაპზევე გამოთიშვა. ახლახანს მან ტორონტოს ტურნრზე თამაში პირველივე წრეში, წელის ტკივილის გამო შეწყვიტა.

ჟანისთვის, ვინც გასულ სეზონში, ცინცინატის ტურნირი წყვილებში მოიგო, ეს ამავე ტურნირის ერთეულებში, პირველი გამარჯვებაა 2014 წლის შემდეგ. მან პირველივე გეიმში მიაღწია ბრეიკს მას შემდეგ, რაც იაპონელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა. 33 წლის ჩინელმა ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.

ჟანმა მეორე სეტიც ბრეიკით დაიწყო და პირველის სცენარის გამეორების შანსი მიეცა. მაგრამ ოსაკამ 4-5-ზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, შეხვედრა მაინც ვერ გადაარჩინა. ჟანმა მომდევნო სეტშივე, მეორედ მიაღწია ბრეიკს და ამჯერად თავის მოწოდებაზე უნაკლოდ ითამაშა.

0.111366