ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი განმეორებით შეხვედრას საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, 20 აგვისტოს გამართავენ. სასწორზეა WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელები, რომლებმაც გასული წლის სექტემბრის ბრძოლის შემდეგ, უსიკის ხელში გადაინაცვლა.
რემატჩთან დაკავშირებულ პრეს კონფერენციაზე, 32 წლის ჯოშუამ განაცხადა, რომ პირველი ბრძოლის შემდეგ, მან გაკვეთილები ისწავლა, რომლებსაც მატჩ რევანშის დროს გამოიყენებს. მას ამჟამდ ამერიკელი ყოფილი მოკრივე, ზე-ბუმბულის წონაში (59 კგ) მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, რობერტ გარსია ავარჯიშებს.
„მე ვიცი, ის როგორც იმოქმედებს. და მე ვიცი, მე როგორ უნდა ვიმოქმედო. ვიცი ეს ილეთები. მე ჩემს სამოქმედო გეგმავს შევცვლი. მე ჩემი ფილმის ავტორი ვარ. მე შეერთებულ შტატებში გავემგზავრე და ახალ მწვრთნელებთან ვივარჯიშე. რაღაცების შეცვლა მინდოდა. მალე 33 წლის გავხდები და მინდა, რაღაც ახალი ვცადო. უნდა გარდავიქმნა“, - ამბობს ჯოშუა და დასძენს, რომ უსიკთან შეხვედრისთვის, მონდომებით ემზადებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯოშუას თავისი საჩემპიონო სარტყელები ერთხელ უკვე დაუკარგავს. ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც ამერიკელ ენდი რუის უმცროსთან დამარცხდა. თუმცა შემდგ ყველა დაიბრუნა...