ფეხბურთი

1:15 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფმა სტარტი აიღო და დღეს სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო „კოპენჰაგენის“ მატჩი იყო, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს.

დანიის ჩემპიონმა თურქეთის ჩემპიონ „ტრაბზონსპორს“ უმასპინძლა და 2:1 მოიგო, თუმცა ცხადია, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა და ყველაფერს თურქული თამაში გაარკვევს. დანიელები ვიქტორ კლაესონისა და ლუკას ლერაგერის გოლებით დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ 79-ე წუთზე ათანასიოს ბაკასეტასმა ტრაბზონელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ბერძენი შემტევის დარტყმული ბურთი დავით ხოჭოლავას მოხვდა და კარში ისე აღმოჩნდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

გლაზგოში, „აიბროქსზე“ „რეინჯერსმა“ პსვ ეინდჰოვენს უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყოლია - 2:2. ჯერ პსვ იგებდა სანგარეს გოლით, მერე შოტლანდიელებმა ორჯერ გაიტანეს და წინ გავიდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ობისპომ გაათანაბრა და ყველაფერი „ფილიპს არენაზე“ გაირკვევა. თუმცა, რუუდ ვან ნისტელროის გუნდი ამ ფრემ წყვილში ალბათ ფავორიტად აქცია.

ნორვეგიის ჩემპიონმა „ბოდო გლიმტმა“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამო“ ამალ პელეგრინოს ერთადერთი გოლით დაამარცხა და საპასუხო თამაშის მცირე მინიმალური, მაგრამ მაინც უპირატესობა შეიქმნა.

ხსენებული წყვილების საპასუხო მატჩები ერთ კვირაში გაიმართება, თუმცა მანამდე დღეს პირველი შეხვედრები დანარჩენ წყვილებში ჩატარდება.

0.114304