ლონდონის „ტოტენჰემმა“ „უდინეზესა“ და იტალიის 21-წლამდე ნაკრების მარცხენა მცველი დესტინი უდოგი გაიფორმა.
19 წლის იტალიელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ანტონიო კონტეს გუნდთან კონტრაქტი 2027-წლამდე გააფორმა. თუმცა, ის ახლა იტალიაში დაბრუნდება, რადგან მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „უდინეზეში“ ითამაშებს.
დესტინი უდოგიმ გასულ სეზონში 37 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, რაც მარცხენა მცველისთვის შესანიშნავი შედეგია. მას იტალიის მოქალაქეობა აქვს და იტალიის ნაკრების კანდიდატად განიხილება.