ფეხბურთი

23:15 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია სპალეტის სქემას უფრო შეესაბამება, ვიდრე ინსინიე"

იტალიური Sky Sport-ის ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ლუჩანო სპალეტის სათამაშო სქემას უფრო შეესაბამება, ვიდრე ლორენცო ინსინიე.

„ის ინსინიესგან განსხვავდება, უფრო კარისკენაა მიმართული და სპალეტის თამაშს უფრო უხდება. მას არ შეაფასებენ ინსინიესთან მიმართებაში, რადგან სხვადასხვა სათამაშო სტილი აქვთ“, - თქვა მარკო ბუჩანტინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში „ვერონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122828