ფეხბურთი

21:20 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერს" მხითარიანი გამოაკლდა

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ტრავმირებულია. სომეხი ფეხბურთელი სერია A-ს პირველ ტურში „ლეჩესთან“ მატჩში (2:1) დაშავდა, რომელშიც მან შეცვლაზე ითამაშა.

მხითარიანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც კუთნის ტრავმა აჩვენა, თუმცა ზუსტი პერიოდი, რომელიც მას გაუცდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ ჰენრიხ მხითარიანი მიმდინარე ზაფხულს „რომადან“ დაიმატა და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

0.11184