სხვა

19:19 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნების ორი ოქრო და ერთი ვერცხლი ევროპის 15 და 17-წლამდე ჩემპიონატზე

პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ. წონით კატეგორიაში ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანეობით ორი ძალოსანი გამოვიდა.

ატაცში გერვასი თაბაგარმა 130/135/139 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა! თაბაგარმა აკვრაში 165/173/181 კილოგრამი დაიმორჩილა, რაც ასევე ოქროს მომტანი გახდა, უმაღლესი სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 320 კილოგრამითაც.

საბა ადამიამ კი ატაცში 123/130 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში თავი 154/159/163 კილოგრამს გაართვა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, იგივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 293 კილოგრამითაც.

15 წლამდელთა შორის +102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ვეკუამ ატაცში 115/120/125 კილოგრამის ძლევით ოქროს მედალი მოიპოვა!

ასევე ოქროს მედალი მოუტანა აკვრაში დაძლეულმა 148/154/157 კილოგრამმაც, უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 282 კილოგრამით.

თეგებიძალოსნობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112502