„მილანისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბეპე ინკოჩატიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ლორენცო ინსინიე ისეთ გოლს ვერასდროს გაიტანდა, როგორიც ხვიჩამ „ვერონას“ გაუტანა.
„გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ შეხვდნენ გუნდებს, რომლებიც ამ მომენტში კარგ ფორმაში არ არიან. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას პასების გარდა, თავით თამაშის გარანტიაც შეუძლია. ინსინიეს ასეთი გოლები არასდროს გაუტანია. არ ვამბობ, რომ ის ლორენცოზე უკეთესია, მაგრამ საჯარიმოში უფრო ხშირად ყოფნის გარანტიას იძლევა“, - თქვა ინკოჩატიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში სადებიუტო თამაშში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, „ნაპოლიმ“ კი „ვერონა“ 5:2 დაამარცხა.