ფეხბურთი

16:56 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "ანდერლეხტიდან" მცველი დაიმატა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ბრიუსელის „ანდერლეხტის“ მარცხენა მცველი სერხიო გომესი დაიმატა.

ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 10 მილიონი ევრო შეადგინა. გომესმა ოლეკსანდრ ზინჩენკო უნდა შევცალოს, რომელიც „არსენალში“ გადავიდა.

სერხიო გომესმა კარიერა „ბარსელონას“ აკადემიაში დაიწყო, შემდეგ „დორტმუნდში“ გადავიდა, მაგრამ ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ორი სეზონი გაატარა და 2021 წელს „ანდერლეხტის“ წევრი გახდა. გასულ სეზონში მან 49 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.

0.114773