ფეხბურთი

11:53 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისმა „დორტმუნდის“ სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, მარკო როისმა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ძალიან საწყენია იმის ცქერა, როგორ ვიმატებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ზრდაში ვეხმარებით და მალევე სხვაგან ვუშვებთ. ყოველთვის გვაქვს განცდა, რომ უძლიერესი გუნდის შექმნა შეგვიძლია, მაგრამ გადის რამდენიმე წელიწადი და შემადგენლობა იშლება, იმიტომ, რომ ორი-სამი მნიშვნელოვანი მოთამაშე მიდის.

ჰოლანდი, გიუნდოგანი, სანჩო, გიოტცე, დემბელე...ეს ფეხბურთელები ბოლო წლებში თამაშობდნენ „დორტმუნდში.“ წარმოიდგინეთ, ჩვენთან რომ დარჩენილიყვნენ. შეიძლება ევროპაშიც მიგვეღწია რაიმესთვის.

გასაგებია, ეს საფეხბურთო ბიზნესია. ყველა სათავისოდ ფიქრობს, მაგრამ მაინც.“ - ციტირებს როისის სიტყვებს De Sports Yahoo.

0.124239