ფეხბურთი

11:17 | 16.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფეხბურთელების სასაფლაო გახდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ექსპერტმა, გარი ნევილმა კლუბის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„ბოლო ათწლეულში „მანჩესტერის“ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მწვრთნელებს ტრანსფერების კონტროლის საშუალებას აძლევენ. ამ ხნის მანძილზე კლუბმა 1,2 მილიარდი გირვანქა დახარჯა და ტრანსფერების 75% ჩავარდა.

არადა, ყველაფერს მოთამაშეებს აბრალებენ. „მანჩესტერი“ ფეხბურთელების სასაფლაო გახდა. ადამიანები უკვე ფიქრობენ - ღირს კი ამ კლუბში გადასვლა? აკადემიაც არაეფექტურად მუშაობს უკვე დიდი ხანია.“ - ამბობს ნევილი.

0.114971