ორშაბათს, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
57-ე წუთზე მერსისაიდელთა ურუგვაელმა ახალწვეულმა, დარვინ ნუნიესმა, მეტოქე იოაკიმ ანდერსენს მკერდში თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო. ახლა მას დისკვალიფიკაცია ემუქრება.
„დარვინმა იცის, რომ გუნდი დააღალატა, ასე არ იქცევიან. სამშაბათს ვესაუბრები. მზად უნდა იყოს, რომ პროვოკაციებს მოუწყობენ. სანამ დისკვალიფიცირებული იქნება მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ“ - თქვა შემდეგ ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა.