მადრიდის „ატლეტიკომ“ სეზონი დამაჯერებლად დაიწყო და მადრიდულ დერბიში გასვლაზე „ხეტაფე“ 3:0 დაამარცხა.
შესანიშნავი თამაში ჰქონდა ალვარო მორატას, რომელიც „როხიბლანკოს“ „იუვენტუსში“ ორწლიანი იჯარის შემდეგ დაბრუნდა. ესპანელმა ფორვარდმა 59-ე წუთისთვის დუბლის შესრულება მოახერხა.
მესამე გოლი ანტუან გრიზმანის ანგარიშზეა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ სამივე საგოლე პასი ჟოაო ფელიქსის ანგარიშზეა.
ამრიგად, „ატლეტიკომ“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებით თავდამსხმელებმა - ერთმა დუბლი შეასრულა, მეორემ გოლი გაიტანა, მესამემ კი სამი საგოლე პასი გააკეთა...