„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „ვერონასთან“ მატჩის (5:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა მაღალი დონის ფეხბურთელია და მას ადაპტაციაში ეხმარება.
„კვარამ მშვენიერი გოლი გაიტანა და სანამ მე გავიტანდი, იწინასწარმეტყველა, რომ მეც შევაგდებდი. ის დიდებული ხარისხის მოთამაშეა და ეს ყველამ ვნახეთ, მაგრამ მთელი გუნდი ხარისხიანია. მე უკვე აქ 3 წელია ვარ და მას ადაპტაციაში ვეხმარები, კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - თქვა ნიგერიელმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში „მონცას“ უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონასთან“ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, გარდა ამისა, კიდევ ერთ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა.