ფეხბურთი

20:40 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" ჯეიმი ვარდის ტრანსფერს განიხილავენ

„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ლესტერ სიტის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი დაუკავშირეს. The Athletic-ი იტყობინება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა 35 წლის ფორვარდის ტრანსფერს განიხილავს.

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ „ლესტერს“ გუნდის ლიდერთან და ლეგენდასთან განშორება არ სურს. ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდი „ლესტერში“ 2012 წლიდან თამაშობს და 387 შეხვედრაში 164 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჰალიფაქსისა“ და „ფლიტვუდის“ ღირსებას იცავდა.

0.103967