კატალონიის „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას შეძენას ცდილობს, მაგრამ ინგლისურმა გრანდმა პორტუგალიელს საკმაოდ მაღალი ფასი დაადო.
როგორც ბრიტანული მედია წერს, „სიტი“ სილვას დაახლოებით 100 მილიონ ევროდ შეელევა. ამ ფასზე ესპანელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ „ბარსამ“ ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდო სილვამ კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, შემდეგ „მონაკოშიც“ ითამაშა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა 50 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.