ქართველმა ძალოსანმა ნიკოლოზ ესართიამ ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით გაიფორმა!
პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ესართიამ (81 კგ.) გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა.
ძალოსანმა ატაცში 135/139 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ასევე ოქროს მედალი მოიპოვა აკვრაში დაძლეული 165/170/176 კილოგრამითაც. ორჭიდის ჯამში მოგროვილი 315 კილოგრამიც კვარცხლბეკის პირველი საფეხურის მომტანი გახდა.