ფეხბურთი

17:04 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ხელმღვანელობა მბაპესა და ნეიმარის კონფლიქტს განიხილავს

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს სურს, რომ პარიზულმა კლუბმა ნეიმარი გაყიდოს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

როგორც ცნობილი გახდა, მბაპემ პარიზელთა ხელმძღვანელობას ამ წინადადებით მიმართა. თავის მხრივ, პსჟ-ს ბოსები ორი ვარსკვლავს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებას ცდილობს და ამ საკითხს განიხილავს.

L’Equipe იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში კლუბი შეხვედრას გამართავს, რათა განიხილონ კონფლიქტი მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთან და სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსთან ერთად.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მბაპემ კლუბის ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა და პენალტების და ჯარიმების შესრულება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა სოციალურ ქსელში მბაპესადმი კრიტიკული პოსტიც მოიწონა.

0.11796