ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით 20-წლამდელ მოჭიდავეებს შორის.
დღეს, ასპარეზობაში 5 ქართველი ჩაერთო, რომელთაგანაც 3 ნახევარფინალში გავიდა.
ლუკა ღვინჯილიამ (-57 კგ) ეგვიპტელი აბდელრაჰმან ელსაიდ აბდელრაჰმან მაჰმუდი, პოლონელი რაფა რომან სზევცი, ყირგიზი ლუხან დოკტურბეკ უულუ დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ამერიკელ იორ რასელ ვოლკს შეხვდება.
ოთარ ადეიშვილმა (-79 კგ) ესპანელი გაბრიელ იგლესიას რამოსი, ყაზახი შამსატ ტაირი დაამარცხა და ნახევარფინალში ირანელ სობჰან ჰოოშანგ იარის შეხვდება.
ლუკა ხუჭუამ (-97 კგ) ბულგარელი სალიევი დაამარცხა და ნახევარფინალში მისი მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი ბენჟამინ ალენ კუეტერი იქნება. ნახევარფინალური შეხვედრები 19:00 საათიდან დაიწყება.