ფეხბურთი

15:20 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი რონალდუთი უკმაყოფილოა, ფეხბურთელი გუნდთან ერთად აღარც სადილობს

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და კრიშტიანუ რონალდუს შორის ურთიერთობა როგორც ჩანს, საბოლოოდ დაიძაბა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, პორტუგალიელი კერინგტონის ბაზაზე მარტო სადილობს და არა თანაგუნდელებთან ერთად, რაც გუნდში ერთიანობის ნაკლებობაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, ერიკ ტენ ჰაგი უკმაყოფილოა ვარჯიშებზე რონალდუს საქციელით, ის ბოლომდე არ იხარჯება და აქტიურ პრესინგში არ მონაწილეობს. ამიტომაც, ნიდერლანდელმა კრიშტიანუზე აზრი შეიცვალა და ახლა მზადაა მას შეელიოს.

მანამდე ისიც გავრცელდა, რომ „მანჩესტერი“ მზადაა 37 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს კონტრაქტიც გაუწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10974