ფეხბურთი

13:21 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ ვაარტი: "ბარსელონა" უნდა დაისაჯოს"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა „ბარსელონა“ გააკრიტიკა, რისი მიზეზიც ფრენკი დე იონგისთან ნაჩვენები დამოკიდებულებაა.

ვან დერ ვაარტი ფიქრობს, რომ კლუბი ფეხბურთელს ასე არ უნდა ექცეოდეს და ამის გამო სასჯელსაც იმსახურებს.

„რანაირად შეგიძლია იყიდო მოთამაშეები, როცა ფული არ გაქვს? მგონი ეს ყველაფერი სირცხვილია, ლაპორტაც კი, ყველგან იცინის და ფიქრობს, რომ მეფეა. ადამიანებს ისე ვერ მოექცევი, როგორც „ბარსელონა“ ფრენკი დე იონგს ექცევა. მაღალი ხელფასი აქვს? როცა კონტრაქტს აფორმებ, ის უნდა შეასრულო, ან ურთიერთობა მშვიდობიანად სრულდება, მაგრამ „ბარსელონაში“ ყველაფერი ასე არ არის. „ბარსელონა“ მაფიაა და ისინი უნდა დაისაჯონ.

ეს დიდი კლუბია, ყველას უნდა იქ თამაში, მაგრამ ამ სიტუაციის გამო კლუბის სახელი ილახება. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და მათთან თამაში სირცხვილია“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.

0.113461