ფეხბურთი

14:00 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" შესაძლოა რონალდუს კონტრაქტი გაუწყვიტოს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი გაუწყვიტოს. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა პორტუგალიელის მხრიდან საქმისადმი დამოკიდებულებით. თუ კრიშტიანუ მიდგომას არ შეცვლის, კლუბი მასთან კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის საკითხს განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ცუდი სტარტი აიღო, ორივე თამაში წააგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. რონალდუს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111046