ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა და შედეგად ასპარეზობას გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი 1/32 ფინალში მაკენზი მაკდონალდს დაუპირისპირდა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაზეც ანგარიში ნათლად მეტყველებს. ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი გეიმი მოიგო და 53 წუთში 0:6, 1:6 დამარცხდა.
ამერიკელმა 8 ეისი მიითვალა და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ბასილაშვილს სრულიად საპირისპირო სტატისტიკა აღმოაჩნდა - არცერთი ეისი და 8 ორმაგი შეცდომა.