ქართველმა ძალოსანმა ლევან ოჩიგავამ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა!
პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა!
ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 291 კილოგრამით კი კვლავს ოქროს მედალს დაეპატრონა!