ფეხბურთი

23:10 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" სეზონი გამარჯვებით განაახლა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „დინამო ბათუმი“ გორში „დილას“ ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.

დაძაბული შეხვედრის ბედი მილან რადინმა გადაწყვიტა. სერბმა ნახევარმცველმა თავი 81-ე წუთზე მას შემდეგ გამოიჩინა, რაც მასპინძელთა მეკარე დანილო კანევცევი შეცდა და რადინს ბურთი ჩააბარა.

„დინამო ბათუმმა“ ამ გამარჯვებით 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. გორის „დილა“ 34 ქულით მეოთხეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება.

„დილა“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 რადინი (81)

0.111494