ფეხბურთი

22:37 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველიამ "ნეფთჩიში" სადებიუტო გოლი გაიტანა (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეორე ტურში ბაქოს „ნეფთჩიმ“ „კაპაზი“ 5:2 დაამარცხა, ერთი გოლი კი სოლომონ კვირკველიამ გაიტანა.

ქართველმა მცველმა მატჩის მე-11 წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა. კვირკველიასთვის ეს სადებიუტო გოლია აზერბაიჯანში.

თუ საქართველოს ნაკრების მცველმა პირველად გაიტანა, ვატო არველაძეს ბაქოელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა. ის თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

„ნეფთჩის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში სტუმრად „საბაჰს“ დაუპირისპირდება.

0.139503