ფეხბურთი

21:20 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" ეროვნულ ლიგაში მეოცე მარცხი განიცადა

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და სეზონში მეოცე მარცხი განიცადა.

თბილისურ კლუბს როგორც ჩანს, ქვედა ლიგაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება, რადგან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა. „ლოკომ“ ამჯერადაც ვერაფერი გააწყო. პირველივე ტაიმში თეიმურაზ შონიამ და ოთარ ფარულავამ მეტოქის კარში ორჯერ გაიტანეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

„გაგრას“ 22 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ 3 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „ტორპედოსთან“ თამაში ელოდება.

„ლოკომოტივი“ – „გაგრა“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 შონია (4), 0:2 ფარულავა (41)

0.105589