„ნოტინგემ ფორესტმა“ 1999 წლის შემდეგ პირველად პრემიერლიგაში თამაში მოიგო. ჩემპიონთა თასის ორგზის გამარჯვებულმა მეორე ტურში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლა და 1:0 აჯობა.
სამი ქულის მომტანი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ტაივო ავონიიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში „ჩაქუჩებს“ გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ დეკლან რაისმა პენალტი ვერ გაიტანა.
„ნოტინგემ ფორესტს“ ორ ტურში 3 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად „ევერტონთან“ გამართავს.