„პარი სენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ის მესამე ტურში „მონპელიე“ 5:2 დაამარცხა, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის შიდა სამზარეულოში სიმშვიდე მაინც არ არის.
სოციალურ ქსელში ნეიმარმა კილიან მბაპეს კრიტიკის პოსტი მოიწონა. მბაპემ ამ შეხვედრაში პენალტი ვერ გაიტანა და პოსტიც სწორედ იმას ეხებოდა, რომ ფრანგმა პსჟ-ში პენალტები არ უნდა შეასრულოს, მითუმეტეს მაშინ, როცა მოედანზე ნეიმარი და ლიონელ მესი არიან.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კი ეს პოსტი მოიწონა. აქვე გეტყვით, რომ „მონპელიესთან“ ნეიმარმა დუბლი შეასრულა და მოედანზე საუკეთესო იყო.