ფეხბურთი

16:49 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეკარის გოლით ქპრ "სანდერლენდთან" მარცხს გადაურჩა (+VIDEO)

ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ გასვლაზე „სანდერლენდთან“ მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩა.

საინტერესო ისაა, რომ ქპრ-ს ქულა მეკარე სენი დინგმა გადაურჩინა. 92-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა, დინგი შეტევაში ჩაერთო და თავური დარტყმით გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „სანდერლენდი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ „შავმა კატებმა“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. შეგახსენებთ, ჩემპიონშიფს შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ 7 ქულით ლიდერობს.

0.122005