ფრანგულმა გაზეთმა France Football-მა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ლიონელ მესის ვერ მოხვედრაზე განმარტება გააკეთა. როგორც მან თქვა, მესის ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა და არც ახალი კრიტერიუმები ერგებოდა, რომ 30 ფეხბურთელში მოხვედრილიყო.
„ჩვენ განვიხილეთ მისი 30 კანდიდატში შეყვანა, მაგრამ ახალი კრიტერიუმები არ ერგებოდა. ჩვენ ახლა არ გავითვალისწინეთ ფეხბურთელის მიღწევები მთელ კარიერაში და ის ფაქტი, რომ ამჯერად ჯილდო სეზონის შედეგებით გაიცემა და არა წლის, არ გვაძლევდა საშუალებას კანდიდატებში შეგვეყვანა. უნდა ვაღიაროთ, რომ პსჟ-ში მისი პირველი სეზონი ძალიან იმედგამაცრუებელი იყო, როგორც საერთო შთაბეჭდილებით, ასევე სტატისტიკის მიხედვით“, - თქვა გამოცემის რედაქტორმა ემანუელ ბოიანმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი კანდიდატებში 2005 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა.