ფეხბურთი

12:05 | 14.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიხარია, რომ მიქაუტაძემ გაიტანა, მინდა მას მოედანზე თავისუფლება ჰქონდეს"

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში „მეცმა“ „ვალანსიენი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ განაცხადა, რომ ბედნიერია მიქაუტაძის გოლით, თუმცა, დაცვით ფაზაში თამაშს მან მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს:

„იალომ და მიქაუტაძემ ამ საღამოს გაიტანეს და ორივეს გამო ბედნიერი ვარ. როცა მათ პოზიციები შევუცვალე, მინდოდა, მათთვის მოედანზე თავისუფლება მიმენიჭებინა, თუმცა, დაცვით სამუშაოზე ყურადღებით უნდა იყვნენ“, - თქვა რუმინელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ 3 ტურში 2 გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. „მეცს“ 6 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123881