ფეხბურთი

22:38 | 13.08.2022 | ნანახია 1022 - ჯერ

„მანჩესტერი“ ფსკერზე

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოულოდნელად 0:4 წააგო „ბრენტფორდთან“ და ცხრილის ბოლოში მოექცა. შეგახსენებთ, რომ მანკუნიანელები პირველ ტურშიც დამარცხდენენ შინ „ბრაიტონთან“ (1:2).

ამჯერად ისინი „ფუტკრებმა“ გაანადგურეს. 35-ე წუთისთვის „ბრენტფორდი“ უკვე 4:0 იგებდა. გოლები დასილვამ, იენსენმა, მიმ და მბეუმომ გაიტანეს.

კრიშტიანუ რონალდუ პირველი წუთიდანვე იყო მინდორზე, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა. ექვსჯერ დარტყა კარისკენ (ორჯერ კარში) და 26 გადაცემა შეასრულა ეს იყო და ეს...

„ბრენტფორდი“ პრემიერლიგის მესამე გუნდია, რომელმაც „მანჩესტერს“ პირველ ტაიმში 4 ბურთი გაუტანა. მანამდე მანკუნიანელებმა ასეთი ანგარიშით „ტოტენჰემთან“ წააგეს 2020 წელს, 2021-ში კი „ლივერპულთან.“

„მანჩესტერის“ ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა კი თქვა: „მეგონა ახალ სეზონში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. მაგრამ მოვტყუვდი. დღეს ჩვენ მასხარად აგვიგდეს. არც მჯერა, მაგრამ სად დავიმალო არც ეს ვიცი.“

ჩემპიონმა „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი სეზონის პირველ საშინაო მატჩში „ბორნმუთი“ იოლად დაამარცხა - 4:0.

წინა ტურში „ალუბლებმა“ პატარა სენსქაცია მოახდინეს, როცა „ასტონ ვილას“ 2:0 მოუგეს, მაგრამ ამჯერად არაფერი გამოუვიდათ. „სიტიმ“ პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და ასე გაგრძელდა მთელი მატჩის განმავლობაში.

„ქალაქელების“ ნორვეგიელ ახალწვეულს, ჰოლანდს ამჯერად არ გაუტანია, თუმცა პირველი გოლის ეპიზოდში ვარდნაში, ურთულესი პოზიციიდან გადააწოდა ბურთი გიუნდოგანს და გერმანელსაც გატანა აღარ გასჭირვებია. შემდეგ იყო დე ბრუინის შედევრი, როცა ბელგიელმა საჯარიმოს სიახლოვეს ტერფის გარეთა ნაწილით დაარტყა და ულასმაზესი გოლი გაიტანა. ერთიც ფოდენმა დაამატა. მეორე ტაიმში კი ბორნმუთელმა ლერმამ საკუთარ კარში შეაგდო ბურთი და ყველაფერი ასე დამთავრდა.

„არსენალმა“ მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო, ამჯერად შინ „ლესტერთან“ 4:2. მატჩის გმირი „მეთოფეთა“ ახალწვეული, ჟეზუსი გახდა. პირველ ტაიმში ბრაზილიელმა დუბლი მიითვალა, შესვენების შემდეგ კი ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შაბათის სათამაშო დღის შემდცეგ 6-6 ქულით პრემოერლიგის ცხრილს „სიტი“ და „არსენალი“ ლიდერობენ.

ინგლისი

პრემიერლიგა

2 ტური. 13 აგვისტო

სიტი - ბორნმუთი 4:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

1:0 გიუნდოგანი (19), 2:0 დე ბრუინი (31), 3:0 ფოდენი (37), 4:0 ლერმა (79 საკ. კარში)

სიტი: ედერსონი, უოკერი (ლუისი 82), კანსელუ, დიაში (სტოუნზი 64), აკე, როდრი, გიუნდოგანი (ბერნარდუ სილვა 65), დე ბრუინი, ფოდენი (გრილიში 46), მაჰრეზი, ჰოლანდი (ალვარესი 76)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ბორნმუთი: ტრავერსი, კელი, კუკი (ბილინგი 64), მეფამი, სმიტი, ლერმა, სტეისი, ტავერნიე (სენესი 80), კრისტი (სტანისლასი 63), პირსონი, მური (ლოუ 90)

მწვრთნელი: სკოტ პარკერი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: სტეისი (5), მეფამი (56), სმიტი (90+2)

ბრენტფორდი - მანჩესტერი 4:0

ბრენტფორდი. „ბრენტფორდ კომიუნითი“

1:0 დასილვა (10), 2:0 იენსენი (18), 3:0 მი (31), 4:0 მბეუმო (35)

ბრენტფორდი: რაია, ჰიკი (სორენსენი 80), იანსონი, მი, ჰენრი, როერსლევი, ნერგორი (ონიეკა 80), იენსენი (ბაპტისტი 74), დასილვა (იანელტი 62), მბეუმო (ვისა 73), ტოუნი

მწვრთნელი: ტომას ფრანკი

მანჩესტერი: დე ხეა, შოუ (მალასია 46), მარტინესი (ვარანი 46), მაგუაირი, დალოტი, ფრედი (მაკტომინეი 46), ერიკსენი (ვან დე ბეეკი 87), ფერნანდეში, სანჩო (ელანგა 60), რაშფორდი, რონალდუ

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: მაგუაირი (16), მაკტომინეი (83), რაშფორდი (89), ფერნანდ4ში (90+4)

არსენალი - ლესტერი 4:2

1:0, 2:0 ჟეზუსი (23, 35), 2:1 სალიბა (53 საკ. კარში), 3:1 ჯაკა (55), 3:2 მედისონი (74), 4:2 მარტინელი (76)

ვულვზი - ფულემი 0:0

81-ე წუთზე მიტროვიჩმა (ფულემი) ვერ გაიტანა პენალტი

საუთჰემპტონი - ლიდსი 2:2

0:1, 0:2 როდრიგო (46, 62), 1:2 არიბო (72), 2:2 უოკერ-პიტერსი (81)

ბრაიტონი - ნიუკასლი 0:0

ასტონ ვილა - ევერტონი 2:1

1:0 ინგზი (32), 2:0 ბუენდია (86), 2:1 დინი (87 საკ. კარში)


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:25 | 14.08.2022
sul2 (1773)

ლივერპულთან არ წააგებს მანიუ მაინც მგონია

12:44 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

london
ხავისაც ქონდა გუშინ გარკვეული შეცდომები თუმცა მაგ კაცმა იცის როგორ უნდა გამოსწორდეს სიტუაცია და შესაბამისი ფეხბურთელებიც ყავს.პირველრიგში ხავის შეცდომა იყო არაუხოს მარჯვენა მცველად დაყენება,თუმცა არ ყავს სხვა მარჯვენა მცველი,უფრო სწორედ არ ენდობა არც რობერტოს და არც დესტს და ამიტომ დააყენა ურუგვაელი.ამიტომ ითხოვს კარგ მარჯვენა მცველს აქტიურად.პლუს დეიონგის სიტუაციაც არეულია,დარჩება-არდარჩება არ იციან,ბერნარდოს ტრანსფერიც გასაკეთებელია.სიტის ორივე თამაშში სკამზე ყავდა ბერნარდო,რაც ნაწილობრივ ნიშნავს იმას რომ გაუშვებენ ბარსაში.მოკლედ ხავი დააკომლექტებს ამ გუნდს და ეჭვი არ შეგეპაროს მაგაში,გარკვეული პრობლემები კიდევ მოსაგვარებელია კლუბში

02:50 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

იგივე ბარსელონაში ტენჰააგი გაქაჩავდა,ბარსაში ასევე სკოლიდან გამომდინარე იციან ბურთის ამოტანა და ტენჰააგსაც ეგეთი ფეხბურთელები ჭირდება.პედრი-გავი ავიღოთ მაგალითი,ამ ორმა ბიჭმა იცის ბურთის კონტროლი და ტენჰააგის სწავლება მაგ კუთხით არაფერში ჭირდებათ.პროსტო ტაქტიკურ დარიგებებს მიცემდა და მაგითაც დადებდა შედეგს.მაგუაიერს ფრედს და მაკტომინეის ჯერ უნდა ასწავლო ბურთით თამაში და მერე უნდა აძლიო ტაქტიკური დარიგებები,აი სწავლებაში კი ცოტა უჭირს ტენჰააგს და ამიტომ უჭირს ამ მანიუს

09:12 | 14.08.2022
london (1032)

ბარსელონაზეც დაიდო სტატია და განიხილე ერთი რა და როგორ. აა თუ ბარსას და ხავის დრო უნდა? ხო კაი კაი მაშინ დდ

02:51 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ნუ პედრი არაა ლამასიას სკოლა მაგრამ ზოგადად ესპანური ფეხბურთია ეგეთი,იქ ბურთის ტექნიკას ბავშვობაშივე ასწავლიან

02:43 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

აიაქსის სკოლაში მაგაზე ვარჯიშობენ ბავშვები,ასე რომ აიაქსის 18-19 წლის ბიჭებმა(ხალხი რომ არ იცნობს მასობრივად ისეთებმაც კი) რომ იციან ბურთის ამოტანა,მასე მთელი მანჩესტერის ისტორიამ არ იცის.ამიტომ აიაქსის ის შედეგები არ გაგიკვირდეთ,ტენჰააგს არ ჩამოუყალიბებია ის ახალგაზრდობა,სკოლა ქონდათ გავლილი და უკვე იცოდნენ ეგეთი თამაში რაც კარგად გამოიყენა კიდეც ტენჰააგმა

02:38 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

შენი მესამედიდან რომ იწყებ მოკლე პასებით ამოსვლას,ფეხბურთელებიც უნდა გყავდეს შესაბამისი დონის,პრესინგს რომ გაუძლონ და საკუთარ კართან ახლოს არ დაკარგონ ბურთი.ტენჰააგმა სხვანაირი თამაში არ იცის,ეგაა მაგის სტილი,ამ მანჩესტერს კი მასეთი დონის შემსრულებლები არ ყავს.არც გვარდიოლაა ტენჰააგი,მაგუაიერს და მაკტომინეის რომ ასწავლოს ბურთის ტექნიკა.მასეთ სტილზე მოთამაშე ჩამოყალიბებული ხალხი ჭირდება ტენჰააგს შედეგის დასადებად.გვარდიოლამ შეიძლება მართლა მაგუაიერსაც ასწავლოს რაღაც მაგრამ ტენჰააგს თავიდანვე ბურთით კარგად მოთამაშე შემდგარი ხალხი უნდა ყავდეს შედეგი რომ დადოს

02:24 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ლივერპულმა თუ მოინდომა შარშანდელ 5-0-ს და 4-0-ს სანატრელს გაუხდის ამ მანჩესტერს.მკაცრი პრესინგი რომ ეთამაშოს კლოპმა,ლამის ყველა მეორე ბურთს წაართმევენ თავისივე მესამედში ამ მანჩესტერს რასაც ბევრი გოლი მოყვება დეხეას კარში

02:10 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ტენჰააგს მალევე გაუშვებენ,თუ არ გაუშვეს გეუბნებით რომ გავარდება მანჩესტერი და ტენჰააგის ბრალი არ იქნება ეგ.ტყუილად ნუ გალანძღავთ მაგ კაცს,კარგი მწვრთნელია,უბრალოდ ეს მანჩესტერი არაა სამაგისო.ზოგადად მანჩესტერს არ უთამაშია არასდროს ეგეთი სტილი რაც მე ფეხბურთს ვუყურებ.ერიქსენი ვანდებეეკი და მესამე მაქსიმუმ ბრუნო,მხოლოდ ეს ხალხი თუ აკმაყოფილებენ ტენჰააგის სტილის თამაშის მოთხოვნებს რაც ძაან ცოტაა და ასევე უნდა ითქვას ისიც რომ მაგ სამეულიდანაც არცერთი მათგანი ფორმაში არაა დღეს

02:03 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ბურთის ამოტანაში უშვებს მანჩესტერი ძაან ბევრ შეცდომას რასაც მოყვება გოლები მათ კარში,(არადა ეგაა ტენჰააგის სტილი,ბურთი უნდა ამოიტანოს დაცვამ-საყრდენმა ზონამ კარგად)ასევე უჭირთ კრეატივის შექმნა შემტევებსაც რაც ნიშნავს იმას რომ საკმარისს ვერც გაიტანენ და ბევრ ქულასაც დაკარგავენ.თუ მოყავდათ ტენჰააგი შესაბამისი სტილის ფეხბურთელებიც უნდა მიეყვანათ.მაგუაიერმა და მაკტომინეიმ რა იცის ბურთის კონტროლი,არც ტენჰააგია გვარდიოლა.კარგი მწვრთნელია მაგრამ არა ისეთი დონე რომ ეს მანჩესტერი გახადოს თუნდაც ის აიაქსი რაც ყავდა

01:50 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

იმ მზე პოჩეტინოსგან განსხვავებით შემტევ-სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობს,14 გოლი გაიტანა 3 ოფიციალურ თამაშში გუნდმა

16:30 | 14.08.2022
maniu96 (167)

პოჩეტინოა მზე და ხავი მაგარი ტაქტიკოსი ხო?გესმის საგანი აშკარად

01:48 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ეს გალტიე კარგი მწვრთნელი ჩანს,სერიოზული გუნდი იქნება წელს პსჟ.ნეიმარ მესი მბაპესაც არბენინებს დაცვაში რაც ბევრ მწვრთნელს არ შეუძლია.პლუს ტაქტიკა აქვს კარგი შემუშავებული,წინ ნეიმარ-მბაპე და მაგათ უკან მესი შუაში ათიანზე.ასევე 3 ცენტრალური მცველი.მოკლედ 3 4 1 2-ს თამაშობს რა რაც ამ პსჟ-სთვის ყველაზე კარგი ვარიანტიც კი შეიძლება რომ იყოს

01:42 | 14.08.2022
alfadhirhaiti (7518)

ტიპი არა ოფიციალური პარიზის მერია

01:45 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ეგ ხო და ნეიმარიც რომ ემატება თან)))კავანისავით ჩხუბს მესი არ დაუწყებს მე უნდა დავარტყაო.მბაპე-ნეიმარი კი ვატყობ დაცხებენ პენალტების გამო)))

01:41 | 14.08.2022
alfadhirhaiti (7518)

სადაც მბაპეა იქ მესის რა ეპენალტება.

01:07 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

ბარსამ გამიცრუვა იმედი,აშკარად მეტს ველოდი დღევანდელი თამაშისგან თუმცა საგანგაშო არაფერია,ჯერ ყველაფერი წინაა.ახალი გუნდია და გარკვეული დრო დაჭირდებათ შესათამაშებლად

00:38 | 14.08.2022
Bachana705 (373)

მომდევნო ტურში ლივერპული ჩამოდის ოლდ ტრაფორდზე და ასეთ შანსს გაუშვებენ ეგენი ხელიდან?.. თუ არ ჩააჭედა ფელიქს დესუზამ საბოლოო ლურსმანი ამათ კუბოში.

00:58 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

თან მიმდინარე პრესეზონში ამხანაგურში 4-0 წააგო ლივერპულმა მანჩესტერთან და ეგეც მოტივაციაა კლოპისთვის)))

00:11 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

მანჩესტერს რაც შეეხევა ვთქვი წინა ტურის შემდეგ (რაც ვნახე მაგათი თამაში)ტენჰააგის სტილის დანერგვამდე მანჩესტერი გავარდებათქო და მასე მიდის საქმე)))მალე გაუშვებენ ჰოლანდიელს თორემ მართლა გავარდებიან.არ ყავს მანჩესტერს ტენჰააგის სტილის ფეხბურთელები

00:04 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

კრისტინა რომ იყოს მესის ადგილზე პსჟ-ში,ვენებს გადაიჭრიდა დამარტყმევინეთ პენალტიო.ეს არც ითხოვს და არც არტყმევინებენ)))ორი მაგარი ბურთი აუღო მეკარემ,მათ შორის ერთი ჯარიმიდან.ერთ მომენტში ნეიმარი გაიყვანა პირისპირ რა პასით,პენალტიც აკიდა მეტოქეს.მოკლედ ფორმაშია ლეო და წინა სეზონის მესის არ გავს რაც გასახარია

23:59 | 13.08.2022
Kobe Bean (21650)

მანჩესტერის დედას შვც და მესის პენალტს არ არტყმევინებენ ეს დედამოხნული ნეიმარი და მბაპე.3 პენალტი დაარტყა პსჟ-მ ტურნახევარში და არცერთი არ დაურტყამს მესის.ესეც განაპირობებს გოლების ნაკლებობას.ჩემპიონატში პენალტი არ დაურტყამს მეორე სეზონია უკვე

00:07 | 14.08.2022
Kobe Bean (21650)

უფრო სწორედ მესამე პენალტი სუპერთასზე იყო და არა პირველ ტურში.მოკლედ ამ სეზონში 3 ოფიციალური პენალტი დაარტყა პსჟ-მ,ორი ნეიმარმა და 1 მბაპემ.ეს 3 პოტენციური გოლი იქნებოდა მესისთვის

23:21 | 13.08.2022
O.KANI (475)

აბა რა ეგონათ რონალდუ და ერქსენი უშველიდათ? ამდენი ფული აქვთ და ფსონს პენსიონერებზე ჩამოდიან, ჩორტ ივო ზნაეტ, მართლა ფუი ეშმაკს რა

23:17 | 13.08.2022
O. Mertskhali (8101)

0.118439