ფეხბურთი

19:55 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ლეაოს შეძენას ცდილობს და ფასის შესამცირებლად მზადაა "მილანს" ერთი ფეხბურთელიც დაუთმოს

„პარი სენ ჟერმენი“ „მილანის“ ლიდერის, რაფაელ ლეაოს გადაბირებას ეცდება. როგორც ფრანგული მედია წერს, პარიზელთა სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს პორტუგალიელი ძალიან მოსწონს, რომელიც თავის დროზე „სპორტინგიდან“ „ლილში“ გადაიბირა.

ლეაო „მილანის“ ლიდერია და „როსონერის“ მისი დაკარგვა არ სურს, ამიტომაც, 23 წლის ფეხბურთელის ღირებულება ძალიან მაღალია. პარიზელებს ეს კარგად ესმით და ფასის შესამცირებლად გარიგებაში აბუ დიალოს ჩართვას გეგმავენ, რომელსაც პსჟ-ში ბევრი სათამაშო დრო არ აქვს.

შეგახსენებთ, რაფაელ ლეაო „მილანის“ წევრი 2019 წლიდანაა და გასულ სეზონში 42 მატჩში 14 გოლით და 12 საგოლე პასით გამოირჩა, რითაც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117523