ფეხბურთი

18:12 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ამ "ნაპოლის" გულშემატკივარი შეიყვარებს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ს პირველი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა როგორც „ვერონასთან“ თამაშზე, ისე ზოგადად გუნდზე ვრცლად ისაუბრა. მას ცალკეულად ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ თქვა, რომ ახალწვეულებით კმაყოფილია.

„გულშემატკივრებს შემიძლია ვუთხრა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეგვიყვარებენ, როგორც ეს შარშან მოხდა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც დიდი სტიმულიცაა. რა თქმა უნდა, გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.

ვინ იქნება ჩვენი პენალტისტი? არა, არ გვაქვს კონკრეტული სია. ვინც ვარჯიშებზე უკეთ დაარტყამს, თამაშზეც ის შეასრულებს კონკრეტულ მომენტში. სქემა? 4-3-3 და 4-2-3-1 ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ორივე სქემის გამოყენება შეგვიძლია.

ახალწვეულები? ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელს სჭირდება ჩვენ ფეხბურთთან შეგუება, მაგრამ ყველას აქვს ის თვისება, რითაც ნებისმიერი მეტოქისთვის სირთულის შექმნა შეუძლიათ, ისევე, როგორც კვარაცხელიას“, - აღნიშნა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს „ვერონას“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111018