ფეხბურთი

16:51 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილმა "კრემონეზეში" ნომერი აირჩია, "ფიორენტინასთან" ლუკა ვერ ითამაშებს

„კრემონეზეს“ ახალწვეული ლუკა ლოჩოშვილი სერია A-ს პირველ ტურში ვერ ითამაშებს. ინფორმაცია იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „ფიორენტინასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

„ლოჩოშვილი ხვალინდელი მატჩისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ისევე როგორც ვალერი და კასტანიეტი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ახალწვეული ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს“, - თქვა ალვინიმ.

ლოჩოშვის არაევროკავშირელის საბუთი ჯერ არ აქვს და ფლორენციული თამაშიც ამიტომ გაუცდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ის „არტემიო ფრანკიზე“ გუნდთან ერთად იქნება, რადგან ალვინიმ მატჩისთვის ფორმალურ განაცხადში მაინც შეიყვანა.

ლუკა „კრემონეზეს“ ღირსებას 44-ნომრიანი მაისურით დაიცავს, რომელიც მას „ვოლფსბერგერშიც“ ემოსა. „კრემონეზე“ სერია A-ში პირველად თამაშობს 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ.

0.115053