ფეხბურთი

13:48 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ოქროს ბურთს" წელს ის თუ არ მოიგებს, ამ ჯილდოსადმი ნდობას სამუდამოდ დავკარგავ"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „ოქროს ბურთის“ შესახებ ისაუბრა და ივარაუდა, რომ წელს სამეულში მოხვდება. ფრანგი ფიქრობს, რომ ჯილდო კარიმ ბენზემამ უნდა მოიგოს, ხოლო სამეულში მასთან ერთად სადიო მანე უნდა მოხვდეს.

„ვფიქრობ, „ოქროს ბურთის სამეულში ბენზემა, მანე და მე მოვხვდებით. კარიმი 34 წლისაა და ახლახან ჰქონდა ცხოვრების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რომელშიც გადამწყვეტი წვლილი შეიტანა. თუ ის არ მოიპოვებს „ოქროს ბურთის“ ამ ჯილდოს სანდოობას ვეღარასდროს დავიჯერებ.

დიდი ტყუილია, რომ ფეხბურთელს „ოქროს ბურთი“ არ აინტერესებს, ამის თქმა ფარისევლობაა. ყველა ვფიქრობთ ამაზე. ორი წელია ჯილდოს რეალური კანდიდატი ვარ, მანამდე ათეულში მოხვედრით ვკმაყოფილდებოდი, ახლა რეგულარულად ხუთეულში ვარ.

რონალდუ-მესის დუელი? ეს იყო მარადიული ომი ამ ორს შორის. ათწლეულის განმავლობაში „ოქროს ბურთს“ ისინი იზიარებდნენ, მახსოვს რონალდინიოს მოგებული „ოქროს ბურთის“, მაგრამ ლეოს და კრიშტიანუს სცენას ვერაფერი შეედრება“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ 2022 წლის მფლობელს france football-ი ოქტომბერში გამოავლენს, მანამდე კი 30 ნომინანტი დაასახელა, რომელშიც 2005 წლის შემდეგ პირველად ლიონელ მესი ვერ მოხვდა.

0.112812