ავტორიტეტული იტალიური გამოცემის Gazzetta Dello Sport-ის ჟურნალისტმა ლუიჯი გარლანდომ სერია A-ს სეზონის წინ სხვადასხვა კლუბებზე თავისი ვარაუდო გამოთქვა და მათ შორის, „ნაპოლიზეც“.
როგორც გარლანდომ აღნიშნა, მას ახალი „ნაპოლი“ მოსწონს და ის არჩეული გზაც, რომელიც ნეაპოლში აირჩიეს. იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას პატარა განძი უწოდა.
„ინსინიეს, კულიბალისა და მერტენსის დაკარგვა, არ უარვყოფ, დიდი ჭრილობაა, რადგან მათ გუნდის ყველაზე ფასეული მოთამაშე, ნამდვილი დროშა და საუკეთესო ბომბარდირი დაკარგეს, მაგრამ შესაძლოა, ახლა „ნაპოლისთვის“ გადატვირთვის დრო მოვიდა. კლუბმა შეცვალა მიმართულება, რადგან ბოლო სეზონებში ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.
არჩეული გზა მომწონს. დღევანდელ ფეხბურთში რამდენ მოთამაშეს შეუძლია დრიბლინგის ისე ადვილად გაკეთება, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს? ის პატარა საგანძურია. სპალეტის მომავალმა „ნაპოლიმ“ შეიძლება გაგაოცოთ“, - თქვა გარლანდომ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი დღეს დაიწყება, ხოლო „ნაპოლი“ 15 აგვისტოს, „ვერონას“ სტუმრად შეხვდება.





