სხვა

3:57 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური ხან მიდის, ხან მოდის და ისევ მიდის...

ტაისონ ფიურიმ სექტემბერში განაცხადა, რომ კრივიდან წავიდა და დაბრუნებას არ აპირებს. მერე რამდენჯერმე ინტრიგა შექმნა და დაბრუნების პირობად, ჯერ ნახევარი მილიარდი დოლარი დაასახელა, შემდგ კი განცხადა, თუ ჩემი რინგზე ხილვა გსურთ, ენტონი ჯოშუასთან შემახვედრეთ, თან ისე, რომ ბრძოლის რეპორტაჟი ხალხმა უფასოდ ნახოს და სტადიონზე შესვლაც უფასო იყოსო...

მოკლედ, შარზე იყო, ან ასეთი ხუმრობა იცის... ახლახანს კი დასერიოზულდა და რატომღაც, თანამემამულე დერეკ ჩისორა გაახსენდა, რომელიც ორჯერ ჰყავს დამარცხებული და ბარემ, მესამედაც იყოსო.

ძნელი სათქმელია, ასეთ მეტოქესთან, თუნდაც ჩემპიონის (WBC-ს) შეხვედრა, ინტერესს გამოიწვევს თუ არა. კრივის სამყაროში, ყველას ფიურის და ენტონი ჯოშუას, ან ოლეკსანდრ უსიკის შეხვედრის ხილვა სურს. ეს ორი მალე მეორედ დაუპირისპირდება (ამჯერად საუდის არაბეთში) ერთმანეთს და რამდენიმე (WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის) საჩემპიონო სარტყელის მფლობელს გაარკვევს.

ფიურისთვის ჩისორასთან შეხვედრა, მეორე ტრილოგია იქნება. პირველი სექტემბერში დილიან უაითთან მოგებით დაასრულა და სწორედ ამის მერე დადგა ხუმრობის (სპორტიდან წასვლის) ხასიათზე.

ისე, ბრიტანელ გიგანტს კიდვ ერთი ტრილოგიის შანსი აქვს - ამერიკელი დეონტეი უაილდერი ამაზე უარს არ ეტყვის. და ეს ცუდი ვარიანტი არ იქნება. თუმცა კრივს მაინც ყველაზე მეტად, ფიურის და ჯოშუას ბრძოლის ხილვა სურს.

0.126377