გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტური „ფრაიბურგისა“ და „დორტმუნდის“ მატჩით გაიხსნა, რომელსაც ორი განსხვავებული ტაიმი ჰქონდა.
პირველ ნახევარში „ფრაიმ“ მეტოქეს გრეგორიტშიც გოლით აჯობა და სეზონში მეორე გამარჯვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა, მასპინძლებმა ეს შედეგი 77-ე წუთამდე შეინარჩუნეს. აი, მერე კი „ბორუსია“ შეუჩერებელი გახდა და მეტოქის კარი 11-წუთიან ინტერვალში სამჯერ დალაშქრა.
ჯერ ბინო-გიტენსმა, მერე მუკოკომ და ბოლოს ვოლფმა „ყვითლებს“ დააქამბექებინეს და სეზონში ზედიზედ მეორედ არა „ფრაიბურგმა“, არამედ „დორტმუნდმა“ მოიგო. ამრიგად, „ყვითლებს“ კარგი სტარტი გამოუვიდათ და 2 ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვეს.