ფეხბურთი

0:14 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" "იუვენტუსის" მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლუკა პელეგრინი ფრანკფურტის „აინტრახტში“ გადავიდა. ინფორმაცია ტურინელთა და ფრანკფურტელთა ვებგვერდებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

იტალიელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და გერმანელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ლუკამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანა. ის „იუვემ“ 2019 წელს „რომადან“ დაიმატა, თუმცა, იჯარით ჯერ „კალიარიში“ და შემდეგ „ჯენოაში“ ჰყავდა გაშვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111393