ფეხბურთი

23:35 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ფიკაიო ტომორის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

იტალიურმა „მილანმა“ ინგლისელ ცენტრალურ მცველ ფიკაიო ტომორის ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად ის „როსონერიში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მხარეებმა შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ტომორი „მილანმა“ 2021 წლის იანვარში „ჩელსიდან“ დაიმატა და უმალვე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. მას შემდეგ 24 წლის ინგლისელმა შავ-წითელი მაისურით 62 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ტომორის „ჩელსისა“ და „მილანის“ გარდა, „ბრაიტონში“, „ჰალ სიტისა“ და „დერბი ქაუნთიში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112063