ფეხბურთი

23:01 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ოქროს ბურთის" 30 ნომინანტი ცნობილია და ლიონელ მესი სიაში არ არის!

France Football-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი დაასახელა და სიაში ვერ მოხვდა მოქმედი და 6-გზის გამარჯვებული ლიონელ მესი!

„პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავს საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ ჰქონია და ისეთი, რომ „ოქროს ბურთისთვის“ ებრძოლა, მაგრამ 30 ნომინანტს მიღმა დარჩენა, ცოტა არ იყოს, მაინც გასაკვირია. სხვათა შორის, მესი "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის 2005 წლის შემდეგ პირველად ვერ მოხვდა.

„ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი და გამოკვეთილი კანდიდატი კარიმ ბენზემაა, რომელსაც მადრიდის „რეალში“ დიდებული წელი ჰქონდა. ქვემოთ კი 30 ნომინანტია:

ტიბო კურტუა (რეალი, ბელგია), რაფაელ ლეაო (მილანი, პორტუგალია), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი, საფრანგეთი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), იოზუა კიმიხი (ბაიერნი, გერმანია), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ლუის დიასი (ლივერპული, კოლუმბია), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი/ბარსელონა, პოლონეთი), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი), კაზემირო (რეალი, ბრაზილია), ჰონ-მინ სონი (ტოტენჰემი, სამხრეთ კორეა), ფაბინიო (ლივერპული, ბრაზილია), კარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი), მაიკ მენიო (მილანი, საფრანგეთი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი), დარვინ ნუნიესი (ბენფიკა/ლივერპული, ურუგვაი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი, სენეგალი), სებასტიან ალე (აიაქსი/დორტმუნდი, კოტ დივუარი), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი/რეალი, გერმანია), კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია), დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა/იუვენტუსი, სერბეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები), ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი/მანჩესტერ სიტი, ნორვეგია).

აქვე გეტყვით, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების სპეციალური ცერემონიალი 17 ოქტომბერს გაიმართება.

0.122455