ავტოსპორტი

2:56 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო მაკლარენისგან კომპენსაციის სახით 21 მილიონ დოლარს მოითხოვს

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, დანიელ რიკარდომ „მაკლარენისგან“, კონტრაქტის შეწყვეტისთვის კომპენსაციის სახით, 21 მილიონი დოლარი მოითხოვა. ეს ის თანხაა, რომელიც უოკინგელებს მოუწევთ, თუ ისინი ავსტრალიელთან კონტრაქტს შეწყვეტენ.

თუ რიკარდო სხვა გუნდში გადასვლას შეძლებს, აღნიშნულ კონტრიბუციას ის თანხა გამოაკლდება, რომელსაც პილოტი ხელფასის სახით, თავისი ახალი გუნდისგან მიიღებს. ამ ხელფასს, თუ ის არ იქნება 21 მილიონზე მეტი, რიკარდო „მაკლარენს“ დაუბრუნებს.

რაც შეეხება „მაკლარენს“, ბრიტანული გუნდისთვის ეს ერთადერთი ხარჯი არ იქნება. თუ ის კონტრაქტს სხვა ავსტრალიელს - ოსკარ პიასტრის გაუფორმებს, მაშინ მისი კონტრაქტის „ალპინისგან“ გამოსყიდვაც მოუწევს. საერთო ჯამში, პილოტების როქირება „მაკლარენს“ შეიძლება 30 მილიონ დოლარამდე დაუჯდეს.

0.116073