ფეხბურთი

11:02 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი: "რონალდუ "რეალში"? ისევ? არა, უკვე 38 წლისაა"

მადრიდის „რეალში“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება? ეს იდეა ფლორენტინო პერესისთვის მიუღებელია. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ „სამეფო კლუბის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პერესს გუნდში რონალდუს დაბრუნება სთხოვა.

„პრეზიდენტო, დააბრუნე „რეალში“ რონალდუ!“ - უთხრა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ფლორენტინო პერესს, რაზეც „სამეფო კლუბის“ ბოსმა უმალვე უპასუხა:

„ისევ? კი, მაგრამ არა, ის 38 წლისაა“, - თქვა პერესმა. სინამდვილეში რონალდუ 38 წლის თებერვალში გახდება, თუმცა ფაქტია, რომ „რეალში“ მისი დაბრუნება არ იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ 2009-2018 წლებში თამაშობდა და 438 შეხვედრაში 450 გოლის გატანა მოახერხა, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

0.116715