ფეხბურთი

21:10 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იკარდი პსჟ-ს მთავარ გუნდს მიღმა დარჩა: ან მოყვარულებში უნდა ითამაშოს, ან ახალი კლუბი მოძებნოს

მაურო იკარდი „პარი სენ ჟერმენის“ გეგმებში აღარ შედის. პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ დაადასტურა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი გუნდთან ერთად აღარ ითამაშებს.

იკარდის ახლა ორი არჩევანი აქვს - ან ახალი გუნდი უნდა იპოვოს და ამისთვის ორი კვირა აქვს, ან პსჟ-ს მეორე გუნდში უნდა ითამაშოს, რომელიც მეხუთე დივიზიონშია მოყვარულთა შორის ასპარეზობს.

იკარდით ამ დრომდე ინტერესს იტალიის სერია A-ს დებიუტანტი „მონცა“ იჩენს, სხვა კლუბებიდან კი კონკრეტული ინტერესის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

29 წლის იკარდი პსჟ-ს რიგებში 2019 წლიდან თამაშობს და 92 შეხვედრაში 38 გოლი აქვს გატანილი, კლუბთან კონტრაქტი კი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. არგენტინელს მანამდე გენუის „სამპდორიასა“ და მილანის „ინტერის“ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118433