ნიქოზიის „აპოელი“, რომლის რიგებში მურთაზ დაუშვილი, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი ირიცხებიან, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში ყაზახური „კიზილჟარი“ 1:0 დაამარცხა. ამ ანგარიშით ნიქოზიელებმა ერთი კვირის წინ შინ მოიგეს, ხოლო დღეს ყაზახეთში გოლი არ გასულა.
მურთაზ დაუშვილი სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო ქვილითაია და დვალი განაცხადში ვერ მოხვდნენ. გიორგის ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში ახლახან განაახლა, ამდენად ჯერ სათამაშოდ მზად არაა. „კიზილჟარში“ შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო გიორგი ივანიაძე მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათი მიიღო.
აქვე გეტყვით, რომ „აპოელი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში შვედურ „დიურგარდენის“ შეხვდება.