„ტორინო“ დღეს ერთბაშად ორი ფეხბურთელით გაძლიერდა და ორივე გარემარბია - ალექსეი მირანჩუკი და ნიკოლა ვლაშიჩი.
ტურინულმა კლუბმა რუსი და ხორვატი ფეხბურთელები იჯარით გადაიბირა. მირანჩუკი ბოლო ორი სეზონი „ატალანტაში“ თამაშობდა და 56 მატჩში 9 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩია, ხოლო ვლაშიჩი, რომელსაც კარიერის გამორჩეული პერიოდი მოსკოვის ცსკა-ში აქვს გატარებული, ბოლოს „ვესტ ჰემის“ წევრი იყო.
თუმცა, ხორვატმა ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის იტალიაში გაგრძელდება გადაწყვიტა.